შვედეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის ულფ კრისტერსონი ტვიტერზე წერს.
"შვედეთი უერთდება "Leopard-ების ოჯახს" უკრაინის მხარდასაჭერად, შვედური Leopard 2 ტანკების მეშვეობით. დღევანდელი სამხედრო პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებით კომპონენტებს. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ომი მოიგოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. მთელ მსოფლიოში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ კრემლის აგრესიას.
უკრაინის დროშის ფერებში განათდა სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები.